თელავი რუსული კანონის წინააღმდეგ | 7 მაისს 18:00 საათზე, ერეკლე მეორის ძეგლთან აქცია დაანონსდა

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! - თელავში, 7 მაისს 18:00 საათზე, მეფე ერეკლეს ძეგლთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას Free movement, "არა რუსულ კანონს" და "ყვარლის ევროკლუბი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"არა რუსულ კანონს! - აქცია თელავში. სამშაბათს, 7 მაისს, 18:00 საათზე ვიკრიბებით ერეკლე მეორის ძეგლთან, რათა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ არ მივცემთ საქართველოს ევროპული კურსის ცვილების უფლებას!

დავდგეთ ერთად, შევუერთდეთ ქვეყანაში მიმდინარე ურყევ პროტესტს და ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის! გელოდებით!

მათ, ვისაც აქციაზე დასწრების სურვილი გაქვთ და ტრანსპორტირების პრობლემა გაქვთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით," - წერია ინფორმაციაში.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი