პუტინის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე, გერმანიამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთიდან ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი ბერლინში კონსულტაციებისთვის გაიწვია. გადაწყვეტილება გერმანიის დიპლომატიურმა უწყებამ მას შემდეგ მიიღო, მოსკოვი ჰაკერულ თავდასხმებში დაადანაშაულეს. ელჩი გერმანიაში ერთი კვირა დარჩება და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას გამოტოვებს.

ბერლინმა რუსეთი 3 მაისს, გერმანიის "სოციალ დემოკრატიული" პარტიის წევრების ანგარიშებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები "მიუღებელია და არ დარჩება უპასუხოდ". მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

მეხუთედ გაპრეზიდენტებული პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში ხვალ, 7 მაისს არის დაგეგმილი. ღონისძიებაზე მოწვევები მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა. მოსკოვში ჩასვლაზე ღიად უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი