ნიკოლ ფაშინიანი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაში არ მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ დღეს, 6 მაისს, ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.

მეხუთედ გაპრეზიდენტებული პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში ხვალ, 7 მაისს არის დაგეგმილი. ღონისძიებაზე მოწვევები მიიღეს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა. მოსკოვში ჩასვლაზე ღიად უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი