რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი დაბომბეს | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კოსტანტინივკა დაბომბეს, შედეგად დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

"2024 წლის 6 მაისს, დაახლოებით 14:20 საათზე, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიამ განახორციელა საჰაერო დაბომბვა ქალაქ კოსტანტინივკაზე, სავარაუდოდ, UMPB D-30 SM  საბრძოლო მასალის გამოყენებით," - წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ. პროკურატურის განცხადებით, 34-დან 53 წლამდე ორი კაცი ნაღმმტყორცნებით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, სახლი და მანქანა.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი