"რუსული კანონის მიღების შემთხვევაში აშშ მოქმედებაზე გადავა" | მოსალოდნელი სანქციები ოლიგარქისა და მისი 83 დეპუტატისთვის

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო სანქციები სულ უფრო რეალური ხდება. შეეხება თუ არა მკაცრი შეზღუდვები ოლიგარქ ივანიშვილის გარდა რუსული კანონის მხარდამჭერ პარლამენტის წევრებსაც - ეს კითხვა ყოველდღიურად აქტუალური ხდება. დასავლეთში უკვე გაჟღერდა მოთხოვნა პარტნიორებმა 83-ივე დეპუტატი დაასანქცირონ, რომლებიც აფერხებენ საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ და უგულებელყოფენ ქართველი ხალხის მოწოდებებს. ქართული ოცნება ამერიკის შეერთებული შტატებისგან უმკაცრეს გაფრთხილებას იღებს, რომ შეწყვიტოს ანტიდასავლური ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გადახედვას აანონსებს.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი