ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ეს უტოლდება წამებას | ენმ პროკურატურას მიმართავს

გამოქვეყნდა:

ენმ-ის წევრებმა გენერალურ პროკურატურაში პარტიის თავმჯდომარეზე თავდასხმის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მიიტანეს. საუბარია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე. ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს 

"მეშვიდე დღე დაიწყო და გამოძიება არ დაწყებულა, როცა მათი პირდაპირი ვალდებულებაა დაწყებულიყო გამოძიება ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ეპიზოდზე და მათ შორის ყველა იმ ახალგაზრდის ცემაზე, რომელიც მოდის ივანიშვილის რეჟიმისგან, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება ყველა ამ ძალადობაზე, ვინაიდან ეს არის პროკურატურის პირდაპირი ვალდებულება, მათ გააჩნიათ პასუხისმგებლობა, რომ მაღალი სტანდარტით,
როგორც სამართლებრივ ისე პოლიტიკური სტანდარტით შემოგვთავაზონ გამოძიება.

ჩვენ მოვიტანეთ ფოტო მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ძალადობს ივანიშვილის რეჟიმი ლევან ხაბეიშვილზე. ფოტომასალაში ჩამოთვლილი გვყავს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ივანიშვილის დავალებას. ეს არის "ხარება", გოგა მემანიშვილი და ყველა ის რობოკოპი, რომლის სანომრე ნიშანი, მათ შორის რამდენიმე სიუჟეტში არის ასახული, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს. 

რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილის პროკურატურა და შოთაძე დაიწყებს გამოძიებას, თუმცა ყველას შევახსენებ, რომ ამ ძალადობას არ აქვს ხანდაზმულობა და აუცილებლად ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს.“ - განაცხადა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

 „ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა და მე ყველას შევახსენებ, რომ მათთან აუცილებლად მივა სამართალი და ეს ძალადობა არავის არ შერჩება.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი