ბჟანიამ ინალ არძინბა "საგარეო საქმეთა მინისტრობიდან" გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა "თანამდებობიდან" გაათავისუფლა.

"განკარგულებას" ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა.  მიზეზი არ სახელდება.

"საგარეო საქმეთა მინისტრის" მოვალეობას არძინბას "მოადგილე" ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.

ინალ არძინბა, აფხაზეთის პირველი "პრეზიდენტის", ვლადისლავ არძინბას ნათესავია. ის "საგარეო საქმეთა მინისტრად" 2021 წლის 17 ნოემბერს დანიშნეს. იქამდე არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი