პოლონეთში, კატოვიცეში, იმ ოთახში, სადაც დღეს მინისტრების შეხვედრა უნდა გამართულიყო, მოსასმენი მოწყობილობები იპოვეს. სპეციალურმა სამსახურებმა შეძლეს მათი დემონტაჟი.
ქვეყნის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი ქალაქში ევროპის ეკონომიკური კონგრესის გახსნის მიზნით იმყოფება.
"სამსახურები აწარმოებენ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს", - აცხადებს სპეცსამსახურების პრესმდივანი, იაცეკ დობჟინსკი.
მას კომენტარი არ გაუკეთებია მოწყობილობები რა წარმომავლობის იყო, მაგრამ თქვა, რომ შეხვედრა გეგმის მიხედვით შედგება. მინისტრებმა ენერგოპოლიტიკაზე უნდა იმსჯელონ.