"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციოში ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" აცხადებს, რომ დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რომლითაც აქტივისტს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ორგანიზაციის ცნობით, დღეს შეხვდნენ ლაზარე გრიგორიადისს და მისი ოჯახის წევრებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუკი სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ გააუქმებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს", - აცხადებს ორგანიზაცია.

გარდა ამისა, ორგანიზაცია გეგმავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელზე "ოცნების" ლიდერების -  ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელთა საჯარო განცხადებებმა შელახეს ლაზარე გრიგორიადისის ღირსება. ამ სარჩელის მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენჯერმე თქვა უარი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ლაზარე გრიგორიადისის სამართლებრივ ინტერესებს სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპიდან იცავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი