"რუსების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მეთაურში ხედავს კეთილ, ინტელექტუალ, გულთბილ ადამიანს" | კირილემ პუტინი დალოცა

გამოქვეყნდა:

"რუსების დიდი ნაწილი სახელმწიფოს მეთაურში ხედავს არა მხოლოდ წარმატებულ პოლიტიკოსს, არამედ ძალიან კეთილ, ინტელექტუალ, გულთბილ ადამიანს" - ამ სიტყვებით მოიხსენია რუსეთის პატრიარქმა კირილემ პუტინი ინაუგურაციის შემდეგ. კრემლის მოოქროვილი დარბაზიდან პუტინმა ხარების ტაძარში გადაინაცვლა სადაც კირილმა დალოცა. 

როგორც  კირილმა აღნიშნა, "ბევრი კონფლიქტის" ფონზე, ზოგჯერ სახელმწიფოს მეთაურმა უნდა მიიღოს „საბედისწერო და მძიმე გადაწყვეტილებები“. 

„და თუ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება, შედეგები შეიძლება იყოს უკიდურესად საშიში ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის. მაგრამ ეს გადაწყვეტილებები თითქმის ყოველთვის მოიცავს მსხვერპლს და ხალხის, ქვეყნის სასიკეთოდ მიღებული ასეთი გადაწყვეტილებები არასოდეს ყოფილა დაგმობილი არც ეკლესიის და არც ხალხის მიერ“, - ამბობს რუსეთის პატრიარქი. 

შეგახსენებთ, რუსეთის უკონკურენტო საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვებულმა" პუტინმა დღეს ფიცი მეხუთედ დადო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი