შესაძლოა ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს კერძო სექტორსა და ინვესტირების მზაობაზე | EBRD-ის პრეზიდენტი რუსული კანონის ირგვლივ დაძაბულობაზე

გამოქვეყნდა:

"გაგვიკვირდა მისი დაბრუნება და შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება" - ასე ეხმაურება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი, ოდილ რენო ბასო რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას საქართველოს პარლამენტში. 

მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ  საქართველოს ეკონომიკური სარგებელი მიიღო რეფორმების კუთხით პროგრესით.

"მაგრამ ახალ ტენდენციას და დაძაბულობას ამ (კანონპროექტის) ირგვლივ შეიძლება ჰქონდეს გავლენა, ეკონომიკური ზეგავლენა კერძო სექტორზე და ქვეყანაში ინვესტირების მზაობაზე, ასე რომ ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს პარტნიორებთან", - აცხადებს ის.

ალკის ვრენიოს დრაკინოსმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, განაცხადა, რომ საინვესტიციო კლიმატი ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ კანონპროექტი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ბანკის ინვესტიციებისთვის ქვეყანაში.

EBRD-მა საქართველოში დღემდე 5,16 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა, აქედან დაახლოებით ნახევარი კერძო სექტორში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი