მთავრობა საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის...ფული სახელისუფლებო ბიზნესების დასაფინანსებლადაც შეიძლება წარიმართოს | გოცირიძე

გამოქვეყნდა:

"მთავრობა ახალ ავანტურას იწყებს-საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის, საიდანაც პარლამენტის ნაცვლად მთავრობა აკომპლექტებს საბჭოს. ცვლილებები შედის ასევე საპენსიო თანხების ინვესტირების წესში. ეს გამოიწვევს რისკიან  და არამომგებიან ბიზნესში თანხების განთავსებას. ამას თან ახლავს კორუფციის რისკის ზრდაც, რადგან ფული სახელისუფლებო ბიზნესების ( მაგ. სამშენებლო კომპანიების) დასაფინანსებლადაც შეიძლება წარიმართოს. 
ეს კანონი ეხება თითოეული ჩვენგანის მომავლის უზრუნველყოფას და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ამ ცვლილებების პარლამენტში გატანის შესაძლებლობა. 
ყველა კანონი, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება იღებს, მმართველი პარტიის პოლიტიკურ და ფინანსურ მიზნებს ემსახურება."

წერს დეპუტატი რომან გოცირიძე ფეისბუქზე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი