საქართველოს მოქალაქეობის მსურველებისთვის, ისტორიის ტესტებიდან ამოიღეს შეკითხვები ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, სააკაშვილზე, ვარდების რევოლუციაზე, შევარდნაძეზე და აშშ-ის პარტნიორობაზე | "ეხო კავკაზა"

გამოქვეყნდა:

ისტორიის ტესტებიდან, რომელიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ამოღებულია ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ვარდების რევოლუცია - წერს "ეხო კავკაზა" სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე, მოქალაქეების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებზე დაყრდნობით.

ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ახალი წესი 2024 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა. 

თუ ადრე მოქალაქეობის მსურველებს ეკითხებოდნენ რომელ ქვეყანას აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ახლა ტესტებში ასეთი კითხვა არ არის.

გარდა ამისა, მოხსნილია შეკითხვა, თუ რომელი ქვეყანა აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობას".

ტესტებიდან ამოღებული სამი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილთან და მის მმართველობასთან დაკავშირებით - კერძოდ:

  • რომელ წელს მოხდა ქვეყანაში ვარდების რევოლუცია?
  • ვინ იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტი?
  • ვინ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ?

ახალ ტესტებში არ არის კითხვები არც ქვეყნის მეორე პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე, ასევე არც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორზე, აშშ-ზე. ძველ ტესტებში იყო კითხვა:

"ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა თუ ბრაზილია?"

მოქალაქეობის მსურველებს აღარ ეკითხებიან, "ჩამოთვლილთაგან რომელი დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით - იოსებ სტალინი, ლეხ კაჩინსკი, ვლადიმერ პუტინი თუ უგო ჩავესი (სწორი პასუხია კაჩინსკი)".

ახალ ტესტებში არ არის საუბარი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, მაგრამ არის კითხვა შინდისის ეპიზოდზე.

ტესტებში გაჩნდა შეკითხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2014 წელს, „ქართული ოცნების“ დროდ გაფორმდა.

საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ტესტის შინაარსში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი