კი ევროპას! არა რუსულ კანონს! | გორში დღეს აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - გორში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია, 8 მაისს 19:00 საათზე, ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალთან გაიმართება

"8 მაისს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ქ. გორში, გორის ციხის ქართველ მებრძოლ გმირთა მემორიალთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად.

ყველა საერთაშორისო პარტნიორის ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.

ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის:

არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

შევხვდებით გორში, 8 მაისს 19:00 საათზე!" - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი