რუსეთმა მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე სულ მცირე 6 ოლქში

გამოქვეყნდა:

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსული რაკეტები და დრონები ღამით 6 რეგიონში დაესხნენ თავს ენერგეტიკულ ობიექტებს.

"კიდევ ერთხელ მასიური თავდასხმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე! პოლტავის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ობიექტებს თავს დაესხნენ", - ციტირებს უკრაინული პრესა გალუშჩენკოს განცხადებას.

თავდასხმა იყო ლვოვის ოლქის სოფელი დობროტვორში და ვინიცის ოლქის ქალაქი ლადიჟინში, სადაც მდებარეობს თბოელექტროსადგურები.

პოლტავის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაწერა, რომ ენერგოობიექტზე თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა. 

ზაპოროჟიის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოკლედ დაწერა, რომ მის ოლქში თავდასხმების სამიზნე იყო ენერგეტიკული ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა და რომ იყო ნგრევა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა რაკეტა და თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი