"მე ვარ 9 აპრილის მომსწრე... მახსოვს… ძალიან მძიმე იყო, როდესაც ის ე.წ. ჭყლეტა მოხდა, და თქვენ იცით ხო, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა" | ოდიშარია

გამოქვეყნდა:

"მე ვარ 9 აპრილის მომსწრე... მახსოვს… ძალიან მძიმე იყო, როდესაც ის ე.წ. ჭყლეტა მოხდა, და თქვენ იცით ხო, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა", - ამის შესახებ PosTV-ის ეთერში "ქართული ოცნების" წევრი, ბექა ოდიშარია ამბობს.

მე ვარ 9 აპრილის მომსწრე, და მე მახსოვს, მე არ ვიყავი 11 და 12 წლის, ვიყავი, მართალია 14 და 15 წლის, მაგრამ ძალიან მძიმე იყო, როდესაც ის ე.წ. ჭყლეტა მოხდა, და თქვენ იცით ხო, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა. როგორ შეიძლება, რომ პასუხისმგებლიანმა ადამიანმა, თუ უკვე მართლა განზრახვა გვაქვს კეთილშობილური მართლა პოლიტიკური რაღაცა მიზანი გაქვს, არ უთხრა და არ მოუწოდო შენს შვილებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათი შვილები იქ არ არიან. მათი შვილების თანატოლები არიან... მათ ნაწილს თავიანთი შვილები საქართველოდან გაყავთ. წამოცდენა რატომ ხდება, რომ თუ მოხდა რაიმე ფატალური შედეგი, წინსწრებით, ავანსად ხელისუფლებას აწეპებენ და კიდებენ აი ამ პასუხისმგებლობას, - ამბობს ოდიშარია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი