ზელენსკიმ ზალუჟნი გაერთიანებულ სამეფოში ელჩად ოფიციალურად დანიშნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოფიციალურად დანიშნა.

გადაწყვეტილება პრეზიდენტის საიტზე ოფიციალურად გამოქვეყნდა. იქამდე კი ზელენსკიმ ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს ზალუჟნი ელჩის მოვალეობის შესრულებას.

შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ გენერალი ზალუჟნი თანამდებობიდან 2024 წლის 2 თებერვალს გადააყენა და მის ადგილას გენერალი სირსკი დანიშნა. ზალუჟნის დიპლომატიურ უწყებაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში დაადასტურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი