მიუღებელია აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა | EU-ს პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების მუქარა, დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა.

"საქართველო: მიუღებელია, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა.

EU მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება." - წერს მასრალი.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი