"სტრაიკბოლის ფედერაციის უფროსია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს... მათ შორის, დარეგისტრირებული იარაღი აქვს" | უჩა აბაშიძის ძმა

გამოქვეყნდა:

"სტრაიკბოლის ფედერაციის უფროსია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს... მათ შორის, დარეგისტრირებული იარაღი აქვს", - ამის შესახებ უჩა აბაშიძის ძმამ განაცხადა.

"უჩა მოლაშქრეა ყველამ იცის, მილიტარისტია, რა ვიცი სათამაშო იარაღები... სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს. სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, რა თქმა უნდა ჰქონდა [იარაღები], მათ შორის დარეგისტრირებული იარაღიც აქვს. თუ სწორად მახსოვს ორი აქ ერთი სანადირო და ერთი ისე," - ამბობს გიორგი აბაშიძე.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი