"ინგოროყვას კლინიკაში გადავყავარ, თავში მირტყეს... ვერ შეგვაშინებენ", - ამის შესახებ "შენი დილის" თანაწამყვანი ლევან აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კარგად ვარ მეგობრებო, სასწრაფო მანქანაში ვარ და ინგოროყვას კლინიკაში გადავყავარ. თავში მირტყეს საკაიფოდ და სამედიცინო შემოწმებაზე. არაფერი სერიოზული. #არარუსულკანონს. ვერ შეგვაშინებენ, - წერს აბდუშელიშვილი.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან აბდუშელიშვილი ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს.