დიმიტრი ჩიქოვანმა საავადმყოფო დატოვა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა, რომელსაც 8 მაისის ღამეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკა დატოვა. 

"გაგვლახავენ და ავდგებით, რობოკოპებით გაგვწევენ და რუსთაველზე დავბრუნდებით, დაგვიჭერენ, გამოვალთ. ამ რუსულ კანონს ბიძინა ივანიშვილს გავთხრით ტ*აკში. არა რუსულ მთავრობას", - განაცხადა მან.

შს მინისტრმა გუშინ თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს, მაგრამ გამოიკითხა თუ არა ჩიქოვანი უცნობია. მის გარდა იმავე ღამეს თავს დაესხნენ აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, ასევე გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ონიანს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი