საქართველოს მომავლის დაცვა, ჩვენი, რიგითი მოქალაქეების მოვალეობაა | ხვალ ბერლინში ქართველების მარში გაიმართება

გამოქვეყნდა:

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - 11 მაისი, 15:00 საათზე, ბერლინში ქართველების მარში გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღეს, საქართველო დიდი საფრთხის წინაშეა და მისი მომავლის დაცვა რიგითი მოქალაქეების მოვალეობაა.

იხილეთ: 

"ბოლო დროს საქართველოში განვითარებული დრამატული მოვლენები ვერ გვტოვებს გულგრილს. საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ერთპიროვნულმა მმართველმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ ჩამოაშოროს საქართველო დასავლეთს და წაიყვანოს ის რუსეთისკენ, რისი ნათელი მაგალითიცაა მთავრობის მიერ უკვე მეორედ შემოტანილი აგენტების კანონი (რუსული კანონი), რითაც ის ცდილობს ჩაკლას საზოგადოებაში თავისუფალი აზრი. გარდა ამისა, მან, 29 აპრილის გამოსვლაში გამოაცხადა დასავლეთი მტრად და დააანონსა რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ.

არ წყდება საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში და გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოაქალქეებს, გვინდა შევუერთდეთ ჩვენს თანამემამულეებს, გამოვუცხადოთ სოლიდარობა მათ და გავმართოთ მარში ევროპისთვის და კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსულ კანონს!

დღეს, საქართველო დიდი საფრთხის წინაშეა და მისი მომავლის დაცვა, ჩვენი, რიგითი მოქალაქეების მოვალეობაა, რადგან სხვა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო იზოლაციისა და ავტორიტარიზმის მორევში!

ამიტომ მოგიწოდებთ, შემოგვიერთდით და ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლისთვის!"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი