"გირჩი ტვ"-ის თანამშრომელი მოწმის სახით გამოკითხეს | მოსიაშვილს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

გამოქვეყნდა:

"გირჩი ტვ"-ის თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი მოწმის სახით გამოკითხეს. მან პოლიციის განყოფილება უკომენტაროდ დატოვა. როგორც ირკვევა, მოსიაშვილს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი.

რა შეეხება საქმეს, საუბარია "ოცნების" პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომელიც გირჩი-მეტი თავისუფლებისა და თავად მოსიაშვილის განცხადებითაც, დამონტაჟებული და ფალსიფიცირებულია. 

ვიდეოს ფაბრიკაცია დადასტურდა ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ ყველა პროპაგანდისტულ არხზე შესაბამისი პოსტების ცრუ ინფორმაციად მონიშვნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი