მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე ბიზნესმენებს "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე" ესაუბრა

გამოქვეყნდა:

კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულდა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს და წერს:

"შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს. 
საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. 
პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა." ნათქვამია მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი