"ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი" | სტუდენტების პასუხი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

"ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი" -  წერს ორგანიზაცია სტუდენტები ევროპული მომავლისთვის და პრემიერ კობახიძეს პასუხობს, რომელმაც ანტირუსული აქციების მონაწილე ახალგაზრდებზე დღეს თქვა, რომ ისინი "ნაცმოძრაობის შემადგენლობაში მყოფები" არიან:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული პიროვნება, ი. კობახიძე უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას ჩვენს ორგანიზაციაზე - ამბობს, რომ ვართ ნაცმოძრაობის შემადგენლობაში მყოფი ახალგაზრდები.

აღნიშნული, რა თქმა უნდა, ემსახურება ნებისმიერი თავისუფალი პროტესტის ტარგეტირებასა და გაშავებას. ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება იმის განმარტება, რომ ეს გაუგონარი სიცრუეა, ამ განცხადების ადრესატი რუსული ოცნებაა, რომელსაც მივმართავთ:

ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი.

მადლობა ყურადღებისათვის!" - წერს ორგანიზაცია 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი