"საქართველოს მთავრობაზეა, გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროპა გთავაზობთ" | გერმანიის საგარეო რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ ევროპის თავისუფლების კავშირი აგებულია კანონის უზენაესობაზე და ახლა ჯერი მთავრობაზეა, გამოიყენებს თუ არა ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროპა სთავაზობს. 

"ევროპის თავისუფლების კავშირი აგებულია კანონის უზენაესობაზე. და თბილისში ხალხი ამისთვის გამოდის ქუჩაში. საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც გთავაზობთ ევროპა, ნაცვლად იმისა, რომ შემოიღოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის ღირებულებებს" - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" უმრავლესობამ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ფონზე, რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი