ვემიჯნებით რასაც ადმინისტრაცია აკეთებს, რექტორს შევახსენებთ, სამშობლო აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესებზე მაღლა დგას | IBSU-ს სტუდენტები

გამოქვეყნდა:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა განცხადებას ავრცელებს და ემიჯნება ადმინისტრაციის პოზიციას. სტუდენტები რექტორს, კახა შენგელიას მიმართავენ და სთხოვენ პატივი სცეს მისივე სტუდენტების უმრავლესობის გამოხატულ ნებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამშობლო "აკრედიტაცია-ავტორიზაციის" პროცესებზე მაღლა დგას.

იხილეთ:

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტები ვემინჯებით იმას, რასაც ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აკეთებს!

გვინდა მივმართოთ ჩვენს რექტორს, ბატონ კახა შენგელიას, რომ პატივი სცეს მისი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობის გამოხატულ ნებას და გვინდა შევახსენოთ, რომ სამშობლო ნებისმიერ "აკრედიტაცია-ავტორიზაციის" პროცესებზე მაღლა დგას!

ბატონო კახა, თქვენ ხედავთ, რომ თქვენი სტუდენტები პირველივე დღიდან ვიბრძვით რუსული კანონის წინააღმდეგ და ამ უნივერსიტეტში, რომელიც თქვენ სულ რამოდენიმე თვის წინ გადაიბარეთ ევროპული, სწორი ღირებულებები და სტანდარტები იყო და მუდამ იქნება ფუნდამენტი ყველაფრისა.

IBSU-ს ადმინისტრაცია ყოველთვის იყო სტუდენტებზე ორიენტირებული , და იყო "რუპური" სტუდენტების ხმის, ყველა პლატფორმაზე.

"ივანე ჯავახიშვილობას" ვერ მოგთხოვთ, თუმცა გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და შეეცადოთ ჩამოწმინდოთ უნივერსიტეტს ის ლაფი, რომელოც ასე უხვად, დღეს დილით თავს დაასხით.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად და იმედი გვაქვს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ყოფნას თქვენც მოინდომებთ!

გელოდებით ყველას ხვალ, 15 მაისს IBSU-სთან 12:00 საათზე

არა ყველაფერ რუსულს! 

არა რუსულ კანონს! 

კი ევროპას!"

ცნობისთვის, 14 მაისს გავრხცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორი ერთობლივი განცხადება, მათ რუსული კანონის საწინააღმდეგოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტა გააკრიტიკეს. წერილში ნათქვამია, რომ პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. განცხადებას ხელს აწერს შავი ზღვის უნივერსიტეტიც. 

ასევე შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშთაბით რუსული კანონის გასაპროტესტებლად 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი