Financial Times რუსულ კანონზე: თუ ამოქმედდება, ევროკავშირი გაწევრიანების პროცესს შეაჩერებს

გამოქვეყნდა:

Financial Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ევროკავშირი შეაჩერებს გაწევრიანების პროცესს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონი ამოქმედდება".

სტატიაში ნათქვამია, რომ მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" სამშაბათს მიიღო აღნიშნული კანონპროექტი, მიუხედავად თვეების დემონსტრაციებისა და ბრიუსელის არაერთგზის გაფრთხილებისა.

ბლოკის გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, სავარაუდოდ, განუსაზღვრელი ვადით გადაიდება, თუ კანონი ძალაში შევა, განუცხადა Financial Times-ს ევროკავშირის სამმა წარმომადგენელმა.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ...." - ეუბნება გამოცემას ერთ-ერთი წყარო, "[საქართველოს მთავრობამ] იცის რა დევს ფსონზე".

გამოცემასთან ოფიციალურ პირები ამბობენ, რომ თუ კანონი ძალაში შევა, კომისია არ გასცემს საქართველოსთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი