რობოტი პეპერი 24 დეკემბრიდან "სითი მოლში" მისულ მომხმარებელს სიცხეს გაუზომავს, სიმპტომებს შეუმოწმებს და თავის დასაცავად ზოგად რეკომენდაციებს გააცნობს.
ინფორმაციას City Mall ავრცელებს.
24 დეკემბრიდან სითი მოლში მოსულ ყველა მომხმარებელს დავეხმარები, გავუზომავ სიცხეს, შევუმოწმებ სიმპტომებს, გავაცნობ ზოგად რეკომენდაციებს თავის დასაცავად, მივაწვდი ინფორმაციას სითი მოლის შესახებ (მაღაზიებზე, პარკირების წესებზე, მუშაობის საათებზე) შევხვდებით სითი მოლში - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავაჭრო მოლები ხვალ დილის 7 საათიდან განაახლებენ მუშაობას. შეზღუდვები მათთვის მხოლოდ 1 კვირით, 2 იანვრამდე მოიხსნა.