ჰაბლის ტელესკოპმა თავის დაბადების დღეზე მომაკვდავი ვარსკვლავის ფოტო გადაიღო

გამოქვეყნდა:

ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს კოსმოსის თვალწარმტაცი ფოტოებით არაერთხელ გავუოგნებივართ. ტელესკოპმა არც თავის დაბადების დღეზე დაგვაღალატა და ისეთი ფოტო გადმოაგზავნა, რომელსაც შეგვიძლია საათობით ვუყუროთ და დავტკბეთ.

ფოტოზე ნაჩვენებია ულტრაკაშკაშა ვარსკვლავი AG Carinae, რომელიც დედამიწიდან 20 000 სინათლის წლითაა დაშორებული. ვარსკვლავი ე.წ. კაშკაშა ცისფერი ცვლადის ფაზაშია - ამ დროს ასეთი მასიური მნათობები ათასობით წლის განმავლობაში არასტაბილურ მდგომარეობაშია და მათი სიკაშკაშე იცვლება.

სიკვდილის პირას მყოფი AG Carinae ჩვენს დედავარსკვლავ მზეზე 70-ჯერ დიდი და მილიონჯერ კაშკაშაა. ვარსკვლავის გრავიტაცია ბირთვისკენაა მიმართული და მის შეკუმშვას ცდილობს, ხოლო მისი ენერგია გარეთ ექაჩება. ამ დროს ვარსკვლავში ისეთი წნევა ჩნდება, რომ მისი გარე ფენები აფეთქების შედეგად კოსმოსში იფრქვევა - ფოტოში სწორედ ეს პროცესია ასახული.

AG Carinae-ს გარშემო მტვრისა და აირებისგან შემდგარი გიგანტური ნისლეულია, რომელიც მუდმივად იზრდება ზომაში. ამ ნისლეულის ზომა დაახლოებით 5 სინათლის წელიწადია. იმისათვის, რომ უკეთესად აღიქვათ მასშტაბი, ეს დაახლოებით მზესთან მდებარე უახლოეს ვარსკვლავამდე მანძილია.

ეს კონკრეტული ამოფრქვევა რამდენიმე ათასი წლის წინ მოხდა. ფოტოზე ჩანს წითელი ნივთიერება, რომელიც აზოტის აირებთან შერეული წყალბადის აირებია. ასევე ლურჯ ფერებში ჩანს ვარსკვლავიდან გამოტყორცნილი მტვრის გროვები.

რაც შეეხება იუბილარ ჰაბლის ტელესკოპს, 1990 წლის 24 აპრილის შემდეგ, ტელესკოპმა 1,5 მილიონი დაკვირვება ჩაატარა. მან 48 000 ციური სხეული შეისწავლა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი