ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ასობით გალაქტიკისგან შემდგარი გროვა გადაიღო

გამოქვეყნდა:

მართალია, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ საოცარ ფოტოებს მივეჩვიეთ, მაგრამ ის მაინც ყოველ ჯერზე ახერხებს ჩვენს გაოცებას. გალაქტიკათგროვა Abell 3827-ის ეს ფოტოც არ არის გამონაკლისი თავისი დიდებულობითა და მასშტაბურობით.

► მსგავსი: ჰაბლის ტელესკოპმა თავის დაბადების დღეზე მომაკვდავი ვარსკვლავის ფოტო გადაიღო

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის ასობით გალაქტიკისგან შემდგარი გროვაა ასახული, რომელიც დედამიწიდან 1,4 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული მის ცენტრში ელიფსური გალაქტიკა, ESO 146-5 მდებარეობს - ერთ-ერთი ყველაზე მასიური გალაქტიკა მთელ ხილულ სამყაროში. ამ გალაქტიკის მასიურობა მის მიერ გამოწვეული გრავიტაციული ლინზირებითაც შეიმჩნევა (არათანაბრად განაწილებული ცისფერი ჰალო).

აინშტაინის ფარდობითობის თეორიის მიხედვით, გრავიტაცია სივრცე-დროს ამრუდებს. რაც უფრო მასიურია სხეული, მით უფრო გამრუდებულია მის გარშემო არსებული სივრცე-დრო. ასევე აინშტაინის ლოგიკას თუ გავყვებით, მასიური სხეულის მიერ გამრუდებულ სივრცე-დროში გამავალი სინათლეც უნდა დამახინჯდეს: სწორედ ეს იწინასწარმეტყველა აინშტაინმა - გრავიტაციული ლინზირება. ამ მასიურმა გალაქტიკამ ეს ბუნებრივი ფენომენი გამოიწვია.

► მსგავსი: ჰაბლის ტელესკოპმა თავის დაბადების დღეზე მომაკვდავი ვარსკვლავის ფოტო გადაიღო

ასობით გალაქტიკისგან შემდგარ გროვას როცა ვუყურებთ, საოცარია იმის გახსენება, რომ 100 წლის წინ, ბევრ ასტრონომს სჯეროდა, რომ „ირმის ნახტომი“ ერთადერთი გალაქტიკა იყო მთელ სამყაროში. - წერს ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) თავის ვებ-გვერდზე.

სხვა გალაქტიკების არსებობაზე მანამდეც იყო დებატები, მაგრამ ყველანაირი პრობლემა ედვინ ჰაბლმა გადაჭრა, როდესაც მან დაადგინა, რომ „დიდი ანდრომედას ნისლეული“ რეალურად ცალკეული გალაქტიკა იყო.

სწორედ ედვინ ჰაბლის სახელს ატარებს ფოტოს გადამღები რევოლუციური ტელესკოპი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი