15 პარტიასთან LGBT უფლებების შესახებ შეთანხმების მისაღწევად თანამშრომლობა დავიწყეთ - Tbilisi Pride

გამოქვეყნდა:

Tbilisi Pride-ის განცხადებით,15 პოლიტიკურ პარტიასთან ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად თანამშრომლობა დაიწყეს. Tbilisi Pride ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისი პრაიდმა დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად. ჰომოფობია არის ფართო საზოგადოებრივი გამოწვევა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები იდგნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სადარაჯოზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დემოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს", - წერს Tbilisi Pride.

ხელმომწერი პარტიებია:

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
  • "ევროპული საქართველო";
  • "ლელო";
  • "სტრატეგია აღმაშენებელი";
  • "რესპუბლიკური პარტია";
  • "გირჩი";
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება";
  • "კანონი და სამართალი";
  • "პროგრესი და თავისუფლება";
  • "დროა";
  •  "სამართლიანობისთვის";
  • "თავისუფალი დემოკრატები";
  • "რეფორმერი";
  • "ერთიანი საქართველო";
  • "გამარჯვებული საქართველო".

შეთანხმებას "ქართული ოცნების" ხელმოწერა არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი