შაქარაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს ეკისრება - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

შაქარაშვილის მკვლელობაზე მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს ეკისრება, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ამბობს, რომ 19 წლის ფეხბურთელის ტრაგედიით მთელი ქვეყანა შეძრულია. 

მთელი პასუხისმგებლობა ამ საზარელ მკვლელობაზე ეკისრება არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის მმართველ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მან შექმნა ქურდული გაგების სპორტსმენთა ზონდერები. დააფინანსა, დააორგანიზა, მოიყვანა მთავრობასა და პარლამენტში, ჩაუგდო ხელში საზოგადოების მართვის, ზეწოლის, ძალადობის ბერკეტები. მისცა დაუსჯელობის ინდულგენციები და აჰა, შედეგიც. ჩვენი შვილების გვამები გზებსა თუ სხვა ადგილებში. იძულებული გავხდით, რომ გაგვეგზავნა მსოფლიო საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისათვის, ჭიდაობის, რაგბის და ფეხბურთის დარგში თხოვნა შეუჩერონ ანალოგიურ ქართულ ფედერაციებს ხმის უფლება და წევრობა ამ მსოფლიო სტრუქტურებში, სანამ არ მოხდება სპორტის დეკრიმინალიზაცია. მათი გაწმენდა ქურდული გაგებისა და შავი სამყაროსაგან, - ამბობს შალვა ნათელაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი