ხმაური ხუცუბანში - მოსახლეობა მანდარინის ნარჩენების შემაწუხებელ სუნს და უწყლობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში - მოსახლეობა რამდენიმე დღეა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ადგილობრივებს მანდარინის გადამამუშავებელი ქარხსნის ნარჩენები უქმნის პრობლემას.

ამბობენ, რომ ხუცუბნის თემის თეთრისანის ტერიტორიაზე მანდარინის გადამამუშავებელი ქარხნის მიერ დაყრილი ციტრუსის კანი ზაფხულის სიცხეების გამო ამჟავდა და ძალიან შემაწუხებელ სუნს გამოყოფს, რომელიც მთელი სოფლის ტერიტორიაზე იგრძნობა. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც მანდარინოს ნარჩენებია დაყრილი რამდენიმე პირუტყვი ჩავარდა და დაიღუპა. 

მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა უწყლოობაა - სასმელი წყალი 1200-ზე მეტ ოჯახს არ მიეწოდება. მათ წყლის მოსაზიდად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. მოსახლეობამ ადგილობრივ გამგეობას არაერთხელ მიმართა, თუყმცა უშედეგოდ. 

ამჯერად, სოფლის მცხოვრებლებთან შესახვედრად ქობულეთის ვიცე-მერი მვიდა, თუმცა ხალხმა მისგან კითხვებზე - როდის ექნებათ წყალი და ამოივსება თუ არა ტერიტორია, სადაც ვიტრუსის ნარჩენებია დაყრილი, კონკრეტული პასუხი მაინც ვერ მიიღო. ვიცე-მერის გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი