გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის მონაწილეებმა ქუთაისისთვის წართმეულ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსზე, მის მნიშვნელობასა და დანაკარგებზე ისაუბრეს. განიხილეს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხები. საუბარი შეეხო 2020 წლის არჩევნებსაც. 

არ არსებობს საქართველოში არც პოლიტიკური არც სოციალური და არც ეკონომიკური მოვლენა, რომელიც არ განიცდიდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ზემოქმედებას. და ეს, სხვათა შორის, იმისგან, რაც ჩვენი დემოკრატიისგან დარჩა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ნიშნავს საქართველოს მოქალაქეს და მათი ხმის გაგონება, მათი კრიტიკული შენიშვნების მოსმენა, მოსმენა იმ საკითხების, რომელიც მათ აღელვებს, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ყველაზე მძლავრი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისთვის, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი