
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა.
დავით ზალკალიანმ კრისტიან ურსეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო კრისტიან ურსეს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის პროცესში.