გააუქმეთ დისკრიმინაციული კარანტინი - კანდელაკის მიმართვა ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

სისულელე, აბსურდი და იდიოტიზმი - ასე აფასებს "ევრიპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებისას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კი არა. 

გიორგი კანდელაკი მთავრობას დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა ამ ბრიყვულ, დისკრიმინაციულ მავნებლურ კარანტინის მოთხოვნას საქართველოსვე მოქალაქეებისთვის და წარმოვიდგინოთ ოჯახი, რომლის ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე და მეორე წევრი ან სხვა წევრები არიან იმ ხუთი ქვეყნიდან ერთ-ერთის მოქალაქეები. ეს ოჯახი რომ დაბრუნდება საქართველოში, ის წევრი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა უნდა ჩააყუდონ კარანტინში, ხოლო სხვა წევრები ერთი ოჯახისა, მათ შეუძლიათ სახლში წავიდნენ მშვიდად. ეს ხომ არის სისულელე, აბსურდი და იდიოტიზმი, - ამბობს კანდელაკი. 

ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლებამ უნდა გააფართოვოს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებისთვისაც საქართველოში შემოსვლა კარანტინის გარეშე იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, ამ ქვეყნების ჩამონათვალში პირველ რიგში პოლონეთი უნდა დაემატოს.  მისივე თქმით, აუცილებელია თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნაც.

"ევროპული საქართველოს"  წევრი ამბობს იმასაც, რომ ეკონომიკის სამინისტრო ავიაკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები ფრენები განახორციელონ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი