ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები გარდაბანში - გიგი უგულავა ადგილობრივებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები გარდაბანში - "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა გარდაბნის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. 

ადგილობრივების თქმით უწყლობა ინფრასტრუქტურულ საკითხებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რადგან გარდაბნის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, სოფლებში კი წყამომარაგების სისტემა საერთოდ არ აქვთ. მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას წლებია პირდება, თუმცა უშედეგოდ. 

გიგი უგულავას თქმით კი მოსახლეობას მომავალთან დაკავშირებით ფხიზელი ხედვა აქვს და ისინი ცვლილებებისთვისაც მზად არიან. 

აქაც, გარდაბანშიც ხალხი ითხოვს მუშაობას. შრომის უფლებას ითხოვს, რომელსაც ეს მთავრობა არ აძლევს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანის მუშაობას არ ჰქონდეს აზრი. პრობლემები იგივეა, უყურადღებობა, მიტოვებულობა, კორუფცია ადგილობრივ დონეზე. მეტასტაზივით მოდებულია უიმედობა და იმედგაცრუება ხელისუფლების მიმართ. მაგრამ აბსოლუტურად ფხიზელი ხედვა მომავალთან დაკავშირებით. ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებმა ყველა რაიონში უნდა დაძლიონ, - ამბობს გიგი უგულავა. 

მანამდე კი "ევროპული საქართველოს" ლიდერი სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას შეხვდა - იმყოფებოდა ტყვიავში, ზემო აჭარასა და გურიაში, ასევე კახეთის სოფლებში. ზემო აჭარის სოფლებში შეხვედრაზე, უგულავამ ერთ-ერთ ოლქში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძეც წარადგინა.   

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი