ქვეყანა იმართება სოლოლაკის, შეკვეთილისა და ჭორვილას სასახლეებიდან - შალვა ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

დღეს ქვეყანას მართავს არა ოფიციალური სახელმწიფო ინსტიტუტები და სტრუქტურები, არამედ ის იმართება სოლოლაკის, შეკვეთილისა და ჭორვილას სასახლეებიდან. სამართავად, თვითონ უმაღლესი ქურუმი ბრძანდება ბატონი ოლიგარქი, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთნ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

როგორც ნათელაშვილმა გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, აუცილებელია, ქვეყანაში არსებული სისტემა დაინგრეს და ახალგაზრდების მკვლელობა თავში აღარავის მოუვიდეს. 

არავის თავში აღარ უნდა მოუვიდეს ჩვენი შვილების მოკვლა იმ იმედით, რომ მათ მფარველობს უმაღლესი ხელისუფალი. ისინი არჩევნებში ეხმარებიან ხმების გაყალბებაში, ძალადობაში, დათრგუნვაში და ის აპატიებს მოკვლას, ძალადობას, ცემას, უხეშობას.. აი ეს სისტემა ჩვენ უნდა დავამსხვირიოთ, სხვა შემთხვევაში, განვითარების არანაირი შანსი წინ არ ჩანს. წინ ჩანს მხოლოდ ცხედრები, სამოქალაქო არეულობა და დიდი ქაოსი. აი ეს გვაჩუქა ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მოახდინა სახელმწიფოს ჩანაცვლება სხვა პარალელური სტრუქტურით.  დღეს ქვეყანას მართავს არა ოფიციალური სახელმწიფო ინსტიტუტები და სტრუქტურები, არამედ ის იმართება სოლოლაკის, შეკვეთილის და ჭორვილას სასახლეებიდან. სამართავად, თვითონ უმაღლესი ქურუმი ბრძანდება ბატონი ოლოგარქი, რომელიც საქმეებს არჩევს მისი მშობლიური გაგებით.. ამიტომ ჩვენ ეს სისტემა გაგვიხდა დასანგრევი და ჩვენ დიდი გლობალური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, - ამბობს შალვა ნათელაშვილი. 

მანამდე კი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ოლიგარქ ივანიშვილს დააკისრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი