გირგვლიანთან პარალელი სახეზეა - შავგულიძე შაქარაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

გირგვლიანის საქმესთან პარალელი სახეზეა, - ამის შესახებ საერთო ოპოზიციის მიერ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილმა შალვა შავგულიძემ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გადაცემაში "დღის სტუმარი" შავგულიძე ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ჯეროვანი და ეფექტური გამოძიება არ უზრუნველყო. 

თუკი რაიმეს გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა წინა ხელისუფლებამ, გადაიხადა და დაკარგა კიდეც ხელისუფლება და აგერ უკვე ორი მოწვევაა, აღარ არის "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში, ეს იყო ის უსამართლობა, რომელიც მათ საზოგადოებამ არ აპატია. მაგრამ რას ვხედავთ ახლა, რა მივიღეთ. იმ უსამართლობის ჩამდენი მოსამართლეები და პროკურორები დაწინაურდნენ, უვადოდ დაინიშნენ. რა ფასი დაუჯდა "ნაციონალურ მოძრაობას" გირგვლიანის საქმე. რა თქმა უნდა, პარალელი, ვხედავთ კი არა, სახეზეა. ვინაიდან, ასეთი არაეფექტური გამოძიება, რომელსაც გამოძიების ჟარგონზე ჰქვია საქმის გაფჭება, ევროპული ადამიანის უფლებათა კონვენციის ენაზე ამას ჰქვია კონვენციის მეორე მუხლის ანუ სიცოცხლის უფლების დარღვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე სახელმწიფომ არ უზრუნველყო ჯეროვანი და ეფექტური გამოძიება. სწორედ ამ მუხლის დარღვევა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე, სხვა დარღვევაზე არ იყო აქ ლაპარაკი. ეს იყო აქ მთავარი და ამან ათქმევინა სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტო ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდა დანაშაულის ფაქტზე რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყოო. და უკვე ჩატარებული გამოძიება იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ უკვე დარღვეულია სიცოცხლის უფლება, შაქარაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზეც უკვე ჩატარებული გამოძიება არია არაეფექტური მიმართულია სწორედ გაყალბებაზე, დანაშაულის დაფარვაზე და ა.შ, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი