ბავშვებმა დარწმუნებით არ იცოდნენ, რომ გიორგი დაკარგული იყო - მარიამ ადეიშვილის მამა

გამოქვეყნდა:

ბავშვებმა დარწმუნებით არ იცოდნენ, რომ გიორგი დაკარგული იყო, - ამის შესახებ, მარიამ ადეიშვილის მამა, ივანე ადეიშვილი "მთავარ არხთან" ამბობს. მისი თქმით, თემქაზე, ადეიშვილების ბინაში შეკრებილ ახალგაზრდებს და ეგონათ, რომ ჩხუბი დასრულებული იყო და კონფლიქტში მონაწილეები სახლში იყვნენ წასულები. 

შემოგევლეთ, ბავშვებმა დაკარგვის შესახებ როდის იცოდნენ, როდის გაიგეს, წარმოდგენა არ ჰქონდათ. იმიტომ რომ ამ ბავშვს ტელეფონი არ ჰქონდა და ვერ უკავშირდებოდნენ. არავინ იცოდა, რომ ჩხუბი მოუწია გიორგის, იჩხუბა თუ რა მოხდა, არ იცოდნენ ბავშვებმა. ვმსჯელობდით, ქვევით ვიდექით, როგორ ვქნათ, რა ვქნათ, მშობლები არ ვანერვიულოთო. დაკარგულია, არააა, არ იცოდნენ, დარწმუნებით, არც ეგ იცოდნენ. იაკობმა, როგორც ვიცი მე, დარეკა პოლიციაში, რომ ჩხუბი ხდებაო, მერე გააუქმა, თუ რა იყო. იმიტომ რომ აღარ იყო ჩხუბი და უკვე დაშლილები და წასულები ჰგონიათ
ამ დროს ბავშვებს ყველა სახლებში, - ამბობს ივანე ადეიშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი