ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო - ღარიბაშვილი ამბიონიდან

გამოქვეყნდა:

პრემიერმა ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლობა ტაძარში შეკრებილ მრევლს ამბიონიდან მიულოცა. მან ასევე მწუხარება გამოთქვა ვაკის პარკშ, გუშინ დატრიალებული ტრაგედიის გამო, რა დროსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა

"სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობების, რომელიც ყველას გვაერთიანებს, ეს არის სარწმუნოება, მართლმადიდებლობა რწმენა, ქართველების სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და ჩვენი ქრისტიანული ფასეულობები, ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული დღევანდელი დღე.

მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენ საზოგადოებას დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს. 

მე ასევე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, დარიგებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ეს რთული დროა მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს მსოფლიო, სამყარო. მადლობა უფალს ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით, ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით, ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი