
27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიების დაწყებას და იმ გარემობების დადგენას მოითხოვს, რაც ახალგაზრდა მამაკაცის სახურავიდან გადმოვარდნის მიზეზი გახდა.
ვახტანგ გულუა რამდენიმე დღის წინ მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი იპოვეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ მამაკაცი მოკლეს და შემდეგ გადმოაგდეს.
მათივე ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები და ძალადობის კვალი აღენიშნება. ოჯახის ვერსიით, დაპირისპირება მეგობარ გოგონას უკავშირდება, რის გამოც ვახტანგ გულია საქმის გასარჩევად დაიბარეს.
ოჯახს ძალადობის ვერსიას ის ფაქტიც უმყარებს, რომ პირს, ვისაც გულია გარდაცვალებამდე შეხვდა, სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
ჩემს შვილს არაფერი არ სჭირდა სახურავზე ასასვლელი, მას ეშინოდა სიმაღლის, - ამბობს გარდაცვლილის დედა.