
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, გაბადაძეების ოჯახში იმყოფებოდა.
ლამარა გაბადაძე ყოფილი პედაგოგია, რომელიც ახლა შვილთან ერთად ცხოვრობს და სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს.
გრიგოლ ვაშაძის განცახდებით, მასწავლებლების შრომა ქვეყანაში სათანადოდ არ ფასდება და ამბობს, რომ პედაგოგებზე სახლმწიფო უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს.
ეს უკიდურესი გაჭირვება რომელიც არის საქართველოში მიტოვებული და დამსახურებული პედაგოგები, როდესაც სახელმწიფო არც კი კითულობს ის ადამიანები ვინც თაობები გაზარდეს რა დღეშია. ეს ყველაფერი არის იმის ხარჯზე, რომ ბიუროკრატიას და ოლიგარქიულ რეჟიმს აქვს მოპარული მილიონები და მილიარდები, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.