სოციალურ ქსელში "ოცნების" კრიტიკის გამო სამსახურიდან გამიშვეს - გორის მერიის თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გორის მერიიდან 5 ადამიანი გაათავისუფლეს. მათ შორისაა დავით ჭალიძე, ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, რომელიც უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. ის გუშინ სამსახურში ჩვეულებრივად მივიდა, მოგვიანებით, შესვენებიდან უკან დაბრუნებულს დაცვის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მერიაში აღარ მუშაობდა 

ჭალიძე გათავისუფლებას იმ კრიტიკულ კომენტარებს უკავშირებს, რომლებსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელში წერდა. ჭალიძეს მერის მოადგილემ წარსულში მოუწოდა, რომ ამ სახით მერის კრიტიკა შეეწყვიტა.

"სამართლიანობის ეგიდით მოსული ხელისუფლება უსამართლობის ზღვაშია ჩაშვებული და შესაბამისად, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩემ სამართლიან პოზიციებს ვაფიქსირებ ხოლმე სოციალურ ქსელებში, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ გამათავისუფლეს სამსახურიდან. [...] პირველი შემთხვევა არ არის, ჩემ მიმართ ხელისუფლება ახორციელებს დევნას", - ამბობს ჭალიძე. 

ის მერის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი