პოლონეთში ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა | არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად საქართველოს 3 მოქალაქე დაიღუპა 

გამოქვეყნდა:

სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა პოლონეთში, პოზნანის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.  

პოლონური მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა. 

მეხანძრე-მაშველების თქმით, დაღუპულები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და ვერტმფრენი იყო მობილიზებული. 

მთავარი არხის ვებგვერდი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. საგარეოში ადასტურებენ, რომ პირველადი მონაცემებით დაღუპულები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა პოლონური მხარისგან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი