რიგგარეშე სხდომაზე არ უნდა მოვიდეს, რა კითხვებიც მაქვს, კალაძესთან თქვენი დახმარების გარეშე დავუსვამ - საკრებულოს დეპუტატი

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოში ოპოზიციის დეპუტატები მერს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნით, რიგგარეშე სხდომაზე მისვლა საჭირო არაა. ზურა აბაშიძე ამბობს, რომ კითხვები ვაკის პარკში მომხდარზე შეიძლება დასმული ყოფილიყო 9 ადამიანი უკვე პასუხისგებაში რომ არ იყოს მიცემული.

"კალაძე, ბატონი მერი, მობრძანდება მაშინ, როცა ამას გადაწყვეტს უმრავლესობა, ბუნებრივია. აპირებენ იმას, რომ ქულები დაიწერონ პოლიტიკური, ამ უბედურებაზე, ეს არის ძალიან უმსგავსო და ძალიან მიუღებელი ყოვლად, იმიტომ, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომ არ მიმდინარეობდეს გამოძიება და არ იყოს ხალხი პასუხისგებაში მიცემული, კიდევ შეიძლება დასმულიყო რაღაც შეკითხვები",- ამბობს ზურა აბაშიძე.

მისი აზრით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ გამოწვევები დაძლიონ. 

"ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, ავთო ცინცაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი დახმარების გარეშე დაუსვამს კითხვებს კალაძეს და პასუხებსაც მიიღებს.

"მას არა მარტო აქ მოსვლასთან დაკავშირებით, დიდი ხანია აღებული აქვს ვალდებულება დედაქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის მიმართ, აუცილებლად ამ ვალდებულებას ასრულებს და შეასრულებს. არასდროსო თავი არ არიდებია და არც ახლა არ აარიდებს თავს, თუმცა მე ვთვლი, რომ აქ ამ შოუში მონაწილეობა იმიტომ, რომ ოპოზიციამ ეს თქვა, ნამდვილად არ უნდა მიიღოს. მე რა კითხვებიც მაქვს კახი კალაძესთან თქვენი დახმარების გარეშე დავუსვამ, მივიღებ", - ამბობს დეპუტატი, ავთო ცინცაძე.

ცნობისთვის, ხუთი პარტიის წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს კითხვები აქვთ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ისინი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს საკრებულოში 31 ოქტომბერს 11:00 საათზე იბარებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი