"ნიუ-იორკელ ტაქსისტზე მეტი გავლილი გზა" - აჭარაში "ოცნების" დეპუტატს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ედავებიან

გამოქვეყნდა:

ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა აჭარაში - ბოლო ხუთ თვეში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა სამსახურის მანქანით 14 000 კილომეტრი გაიარა. რაც დღეში დაახლოებით 92 კილომეტრზე მეტია.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მდგომარეობა არ შეიცვალა არც პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებდა და დაწესებული იყო სატრანსპორტო შეზღუდვები. "ფლანგვის დეტექტორმა" დაადგინა ისიც, რომ 2020 წელს "ქართული ოცნების" დეპუტატის საწვავი სახელმწიფო ბიუჯეტს 3 000 ლარამდე დაუჯდა.

გამოდის, ბიუჯეტის ხარჯზე ვლადიმერ მგალობლიშვილი დღეში საშუალოდ 92 კილომეტრს გადიოდა - მეტს, ვიდრე ნიუ-იორკელი ტაქსისტი საშუალოდ. აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 წლის განმავლობაში 770 ათასი ლარის საწვავი დახარჯა. სფეის-იქსის მთვარის მისიას დააახლოებით ამდენივე დაუჯდება მგზავრების გადაყვანა მთვარემდე და უკან, - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი