
საბაგიროების გარეშე დარჩენილი ჭიათურა - 40 მილიონი ვალი, რომელიც ქვეყანამ საფრანგეთისგან აიღო საბაგირო გზების რეაბილიტაციისთვის, თუმცა არაფერი გაუკეთებია.
ერთ წელზე მეტია, ქალაქში ნომერ პირველი ტრანსპორტი გაჩერებულია. პროექტი რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. დაგეგმილი იყო საბაგირო ხაზების აღდგენა და ჭიათურის ცენტრში სატრანსპორტო ჰაბის მოწყობა.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი კაპანაძე გაჩერებულ პროექტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამბობს, რომ სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ატარებდა, თუმცა, სავარაუდოდ, პროექტი სწორედ კომპანიისა და მმართველი პარტიის კორუფციული სქემების გამო ჩავარდა.