ბაჩანა შენგელიას საქმიანობა ამ დრომდე ეზღუდება - იურისტი წულუკიანის წინააღმდეგ გამოძებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ბაჩანა შენგელია იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. გენერალურ პროკურატურას მან უკვე მიმართა. შენგელიას თქმით, მიუხედავად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, იუსტიციის სამინისტრო მას სანოტარო საქმიანობის სისტემასთან წვდომას ამ დრომდე უზღუდავს.  

ბაჩანა შენგელიამ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ამერიკის ელჩთან შეხვედრის დეტალები გაახსენა, სადაც პოლიტიკური ნიშნით დევნის საქმეების ობიექტურად გამოძიებაზე იყო საუბარი.

მინდა მივმართო ბატონ ირაკლი შოთაძეს, რომელიც შეხვდა აშშ-ის სრულუფლებიან ელჩს და რომელთანაც დაიდო პირობა, რომ წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იქნებოდა სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება. ეს არის კამპანია ჩემი პოლიტიკური დევნის, ეს არის დედაჩემის საქმის გაგრძელება, რომელიც შარშან შეეწირა პოლიტიკურ დევნას, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

ბაჩანა შენგელია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ნაბიჯი მისი სამსახურიდან გათავისუფლება იყოს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა მისი ფეისბუქზე აქტიურობის გამო, ივნისის ბოლოს შეუზღუდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი